LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ოპოზიციის ლიდერი დაკავებულია – მოსკოვში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

96

რუსი ოპოზიციური ლიდერი, ალექსეი ნავალნი, რომლის ორგანიზებითაც ამ წუთებში მოსკოვში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, დააპატიმრეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეები კორუფციას აპროტესტებენ.

მანიფესტანტებმა სცადეს, პოლიციისთვის ოპოზიციის ლიდერის დაკავების საშუალება არ მიეცათ.

ნავალნი ცნობილია საკუთარი ანტი-კორუფციული კამპანიით, მისი პროტესტის სამიზნე კრემლის რამდენიმე მაღალჩინოსანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები