LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ვერტმფრენების საოკუპაციო ხაზთან ფრენა ზიანს აყენებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს – სუს-ი

131

ქართულმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ინფორმირება უკვე მიაწოდა რუსული ვერტმფრენების საოკუპაციო ხაზთან ფრენის ფაქტთან დაკავშირებით.

„აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მსგავსი ფაქტები ზიანს აყენებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს,“ – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ, გორის რამდენიმე სოფელს დღეს რუსულმა ვერტმფრენებმა გადაუფრინა. ისინი სავარაუდოდ, ახალგორის მიმართულებით, ცხინვალიდან მიფრინავდნენ.