LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსულმა ავიაციამ ალეპო დაბომბა, გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვებიც

72

რუსულმა ავიაციამ ალეპოს დასახლებულ კვარტლებზე მიიტანა იერიში, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ. სირიელი აქტივისტების ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მათი თქმით, ავიადარტყმების შედეგად 25 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც.

ადამიანის უფლებების დაცვის სირიის ცენტრში, რომელსაც ოფისი ინგლისში აქვთ ამბობენ, რომ რუსული ავიაცია ე.წ. „ბუკერსაწინააღმდეგო“ ჭურვებს ყრიდნენ ალეპოს აღმოსავლეთ კვარტლებში.

სოციალურ ქსელებში დაბომბვის შემდეგ გადაღებული ვიდეოებიც ვრცელდება. კადრებში ჩანს ბავშვების დასახიჩრებული ცხედრები და მათი მშობლები, რომლებიც შვილებს დასტირიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები