LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსულმა პრესამ თაკო გაჩეჩილაძეს შეუტია – რას წერენ ქართველი მომღერლის შესახებ

41

რუსული ონლაინგამოცემა novostivmire.com „ევროვიზიის“ გამარჯვებული თაკო გაჩეჩილაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც მომღერლის პერფორმანსს უარყოფითად აფასებს.

„რუსეთს არ გაუმართლა: ქართველი მომღერალი „ევროვიზიაზე“ ანტირუსულ პროვოკაციას ამზადებს“ – ასე დაასათაურა ონლაინგამოცემამ საკუთარი სტატია, სადაც აღნიშნავს:

„ქართველ მომღერალ თამარა (თაკო) გაჩეჩილაძეს ევროპის მთავარ მუსიკალურ კონკურსზე პროვოკაციის მოწყობის კიდევ ერთი მცდელობა აქვს. 2009 წელს ის კონკურსზე გამგზავრებას აპირებდა სიმღერით We don’t wanna Put In, რაც თარგმანში ნიშნავს – „ჩვენ არ გვინდა პუტინი“. მაშინ სიმღერა კონკურსზე არ დაუშვეს და შესთავაზეს ტექსტის შეცვლა, რაზეც მომღერალმა და მისმა ჯგუფმა კატეგორიული უარი თქვეს და კონკურსზე საერთოდაც არ გამეგზავრნენ. და აი, კიდევ ერთი მცდელობა, ოღონდ ამჯერად სიმღერით Keep The Faith იმის შესახებ, რომ მთავარია რწმენა და თავდაჯერება არ დაკარგო. ეს არაფერს გამოიწვევდა, რომ არა ვიდეო, რომელიც კომპოზიციას ახლდა, სადაც მომღერალმა ჩაურთო საგაზეთო პუბლიკაცია სათაურით, რომ რუსეთი საქართველოს დაესხა თავს. მთელ მსოფლიოში აღიარეს, რომ როცა საქართველო ოსეთს დაესხა თავს, რუსეთმა მაშინ უპასუხა, მაგრამ ეს ვის აღელვებს? „ევროვიზიის“ ფინალზე ეს ვიდეო რომც არ გაუშვან, საჭირო შეტყობინება უკვე გაგზავნილია უკრაინისთვის, ევროპაც რუსოფობიის ასეთი ფორმის მიმართ გაგებით და მხარდაჭერით განეწყობა“ – წერის სტატიაში.

რასაკვირველია, რუსული პროპაგანდის ნაწილია, როდესაც სტატიაში ამტკიცებენ, რომ „მთელმა მსოფლიომ“ აღიარა, თითქოს რუსეთმა ომში ჩართვის გადაწყვეტილება კეთილშობილური მიზნებით მიიღო. თავად თაკომ აღნიშნა, რომ ეს ვიდეო ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ასახავდა და იქ ასევე მოხვდა რუსეთის თავდასხმის ამბავიც საქართველოზე, თუმცა როგორც ჩანს, რუსული პრესა მარტივად დანებებას არ აპირებს და თაკოზე თავდასხმებს კიდევ უნდა ველოდოთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები