LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რვა მილიარდერი = ნახევარ მსოფლიოს

119

მსოფლიოს რვა უმდიდრეს ადამიანს იმდენივე ქონება აქვს, რაც 3.6 მილიარდ ადამიანს ერთად, რომლებიც მსოფლიოს უღარიბესი მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC  Oxfam-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დისბალანსი მდიდრებსა და ღარიბებს შორის, წინა მონაცემებთან შედარებით გაცილებით მეტია და მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული კიდევ უფრო გაიზარდა.

 

კვლევის გასაჯაროვება დაოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაემთხვა:

ეკონომისტების ნაწილმა Oxfam-ის კვლევა გააპროტესტა იმ მიზეზით, რომ ორგანიზაცია მდიდრებზე არასწორ აქცენტს აკეთებს.

“სიღარიბის აღმოფხვრა, ეკონომიკური ზრდითაა შესაძლებელი. კვლევაში ციფრები სწორია, თუმცა ინტერპრეტირებაა არასწორი”, – განაცხადა მარკ ლითელვუდმა, ეკონომიკის საქმეთა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.

ექსპერტების ნაწილის განცხადებით კი, ბიზნესმენები, რომლებიც მალავენ გადასახადებს, ამცირებენ ხელფასებს და გავლენას ახდენენ პოლიტიკაზე, კიდევ უფრო ზრდიან სხვაობას მდიდრებსა და ღარიბებს შორის.

ანგარიშის თანახმად, პირველი ტრილიონერი, შესაძლოა, 25 წლის განმავლობაში გამოჩნდეს.

 

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი 8 მილიარდერი:

  1. ბილ გეითსი (აშშ) – Microsoft-ის დამფუძნებელი ($75 მლრდ)
  2. არმანსიო ორტეგა (ესპანეთი) – Zara-ს დამფუძნებელი (67მლრდ)
  3. უორენ ბაფეტი (აშშ) – Berkshire Hathaway–ის უმსხვილესი აქციონერი ($61.8მლრდ)
  4. კარლოს სლიმი (მექსიკა) – Grupo Carso –ს მფლობელი ($50 მლრდ)
  5. ჯეფ ბეზოსი (აშშ) – Amazon-ის დამფუძნებელი და დირექტორი ($45.2 მლრდ)
  6. მარკ ცუკენბერგი (აშშ) – Facebook-ის დამფუძნებელი ($44.6 მლრდ)
  7. ლარი ელისონი (აშშ) – Oracle–ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ($43.6 მლრდ)
  8. მიშელ ბლუმბერგი (აშშ) –  Bloomberg-ის მფლობელი ($40 მლრდ)

 

რამდენს იღებენ და გასცემენ

ამ 8 უმდიდრესი ადამიანებიდან არიან ისეთები, რომლებიც ათობით მილიარდ დოლარს ქველმოქმედებაში დებენ.

2000 წელს ბილ გეითსმა მეუღლესთან ერთად საქველმოქმედო ფონდი შექმნა, რომლის ანგარიშზე 44 მილიარდია. 2015 წელს მათ პირობა დადეს, რომ მოგების 99%–ს სწორედ ქველმოქმედებას მოახმარენ.

 

ორგანიზაცია Oxfam, რომელიც მსოფლიოში სიღარიბის აღმოფხვრაზე მუშაობს, მსგავსი სახის ანგარიშებს ბოლო ოთხი წელია აქვეყნებს.

 

თამთა უთურგაშვილი