LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რვა ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა შეეზღუდათ

27

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა ახალ ანტიმიგრაციულ ბრძანებას, რომელიც აშშ-ში 8 ქვეყნის მოქალაქეების შესვლას ზღუდავს.

ამის შესახებ თეთრი სახლის საიტზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ბრძანების თანახმად, შეზღუდვები შეეხება ირანის, ლიბიის, სომალის, სირიის, იემენის, ჩადის, ჩრდილოეთ კორეის და ვენესუელას მოქალაქეებს.

შვიდი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გაურკვეველი ვადით იმიგრაციული და არაიმიგრაციული ვიზებით შესვლა იზღუდება, ხოლო ვენესუელას შემთხვევაში აკრძალვა მხოლოდ ჩინოსნებზე ვრცელდება.

ახალ ბრძანებას ტრამპმა ხელი 24 სექტემბერს წინა დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურისთანავე მოაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები