LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რვა ქვეყნის რვა გუნდი: არსენალი 8 წლის შემდეგ

40

ევროპალიგის მერვედფინალებიც დასრულდა და გაირკვა ის რვა გუნდი, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობენ. საინტერესო რამ მოხდა: დარჩენილი რვა გუნდი რვა სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენს. არადა, იყო შანსი ამა თუ იმ ქვეყანას ორი გუნდი ყოლოდა (საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, რუსეთი). მაგრამ მოხდა ასეთი იშვიათი რამ და ახლა ეს გუნდები დღევანდელ წილისყრას ელიან.

სხვა სტატისტიკური მონაცემები:

 

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი მანუელ ფერნანდეში ევროპალიგის 1/8 ფინალებში ყველაზე მეტი ფინტით ლიდერია. „ატლეტიკოსთან“ ორ მატჩში პორტუგალიელმა ერთი ერთზე მეტოქე 18-ჯერ მოატყუა.

 

ცსკა-ს მეკარე იგორ აკინფეევმა „ლიონთან“ ორ შეხვედრაში 12 დარტყმა მოიგერია. რუსი ამ მაჩვენებლით ტურნირის ამ სტადიაზე ლიდერია.

 

ლონდონის „არსენალი“ ევროთასების ¼ ფინალში პირველად გავიდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. 2009/10 წლების სეზონში „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ წააგო (2:2, 1:4).

 

გერმანული „ლაიპციგი“ ¼ ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა.
ევროთასების დებიუტანტმა გუნდმა პირველსავე სეზონში ¼ ფინალამდე პირველად მიაღწია 2007/08 წლების სეზონის შემდეგ, მაშინ ამავე სტადიამდე „ხეტაფე“ მივიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები