LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რვა საუკეთესო ქალაქი შოპინგისთვის

55

თუ მოდური სიახლეების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ და გაინტერესებთ რა ხდება მსოფლიო არენაზე, მაშინ კარგად იცით რატომაა აუცილებელი საზღვარგარეთ მოგზაურობა, სადაც ერთის მხრივ მაღალი ხარისხის ტანსაცმელს შეიძენთ მისაღებ ფასად, მეორეს მხრივ კი, უცნობი ქალაქის ღირსშსანიშნაობებს გაეცნობით.

დუბაი

სად შეიძლება დატკბეთ ნამდვილი აღმოსავლური ეგზოტიკით, თუ არა დუბაიში, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს თანამედროვე ტექნოლოგიები და მრავალსაუკოვანი ტრადიციები. თუ ყველაფრის ერთად და სწრაფად შეძენა გსურთ, მაშინ ცნობილ Mall of the Emirates-ს ესტუმრეთ, სადაც ნებისმიერი გემოვნებითა და ბიუჯეტით დაიკმაყოფილებთ სურვილებს. სხვათაშორის, სავაჭრო ცენტრი გვიან ღამემდე მუშაობს, ასე რომ, თამამდ შეგეძლოთ დღისით გაერთოთ, საღამოს კი, შოპინგი მოაწყოთ. თუ ადგილობრივი კოლორიტი გხიბლავთ, დაირას ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, ოქროს ბაზარში შეიარეთ ან კლასიკურ აღმოსავლურ „სუნელების ბაზარს“ ესტუმრეთ.

მილანი

შოპინგის მოყვარულებმა ყველაზე კარგად იციან, რომ მილანში ყველაზე მეტი დიზაინერული ბუტიკი, უნივერმაღი და შოურუმია თავმოყრილი, სადაც მოდური მოდელების შეძენა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება. ვისაც ვინტაჟი ხიბლავს, ბოჰემურ კვარტალში Navigli-ში ვურჩევთ მოგზაურობას და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღაზიის Pourquoi Moi მოძიებას. გარდა ამისა, ყოველი თვის ბოლო კვირადღეს მილანში ანტიკვარული ბაზრობა იმართება, სადაც უამრავ საინტერესო ექსპონატს აღმოაჩენთ.

რომი

მართალია, მოდის ცენტრად მილანი ითვლება, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა რომი თავისი მრავალრიცხოვანი სავაჭრო ცენტრებით. აუცილებლად მოინახულეთ ე.წ. „რწყილების ბაზრობა“ პორტა პორტეზეში, სადაც ცნობილი ბრენდების კოლექციებიდან ვინტაჟის მოდელებს, სხვა ბიუჯეტურ ნივთებს შეიძენთ და არაა გამორიცხული, ცნობილ დიზაინერებსაც გადაეყაროთ, რომლებიც ბაზრობას შთაგონების ძიებაში სტუმრობენ.

პარიზი

იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გიყვართ ევროპა, პარიზი ერთხელ მაინც უნდა მოინახულოთ,  რათა პირველ რიგში არაჩვეულებრივი არქიტექტურით და რომანტიკული ატმოსფეროთი დატკბეთ, მერე კი, ცნობილი დიზაინერების ბუტიკები შეაფასოთ, სადაც მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომ ფასად შეიძენთ ექსკლუზიურ მოდელებს. აუცილებლად შეიარეთ Galeries Lafayette-ში სადაც 3 500-ზე მეტ წარმოდგენილ ბრენდს შორის აუცილებლად მიაგნებთ თქვენთვის საინტერესო მოდელებს. ინტელექტუალებს წიგნის მაღაზიის Shakespeare and Company მონახულებას ვურჩევთ, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ ჰემინგუეი, ფიცჯერალდი და სხვა ცნობილი მწერლები.

ტოკიო

თუ გაგიმართლათ და ტოკიოში აღმოჩნდით, აუცილებლად მოიცალეთ შოპინგისთვის, რადგან იაპონია, სადაც უახლესი ტექნიკური მიღწევებით დაწყებული, ორიგინალური ავთენტური ნივთებით დასრულებული ყველაფრის შეძენა შეიძლება, ამიტომ ნამდვილი სამოთხეა შოპინგის მოყვარულთათვის. საყიდლები გინძუს კვარტალში Chanel-ის, Mikimoto-ს და Louis Vuitton-ის ყველაზე დიდ მაღაზიებში გააკეთეთ. არ გამოგრჩეთ არც უნივერმაღი 3 Мх, რომელმაც ადგილობრივი ბრენდების Matsuya-ს, Mitsukoshi-ს Matsuzakaya-ს მრავალფეროვანი ასორტიმენტის წყალობით მოიპოვა პოპულარობა. მერე კი, სიბუას უნივერმაღებში და აკიჰაბარას კვარტალში – ელექტრონიკისა და კომპიუტერული საქონლის ნამდვილ სამეფოში გაისეირნეთ და იგრძენით თავი ნამდვილ მეფედ.

 (ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები