LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ryanair -ის ბილეთებზე ფასი 5-7%-მდე შემცირდება

88

დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair ავიაბილეთებზე ფასების კლებას პროგნოზირებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ფასები კიდევ შემცირდება, თუმცა, არა იმ ტემპებით, როგორც გასულ წელს.

Ryanair -ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფასები 2018 წლის მარტამდე 5-7%-მდე შემცირდება, რაც გამოწვეულია ბრიტანული ფუნტის გაუფასურებით ბრექსიტის შემდეგ. გასულ წელს ავიაბილეთებზე ფასები 13%-ით შემცირდა, მიუხედავად ამისა კომპანიამ რეკორდული შემოსავლების შესახებ განაცხადა. გასულ წელს მან 1,32 მილიარდი ევროს მოგება მიიღო, რაც მგზავრთნაკადის ზრდით იყო გამოწვეული.

შეგახსნებეთ,  მიმდინარე წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Ryanair ქართულ საავიაციო ბაზარზე შემოდიოდა. მაშინ “ფორტუნამ” აღნიშნული ინფორმაცია თავად ავიაკომპანიაში გადაამოწმა. საქართველოში შემოსვლის ამბავს  Ryanair–მა ჭორი და სპეკულაცია უწოდა.

“ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ჭორებსა და სპეკულაციებზე”,–განაცხადა Ryanair–-ის პრესასთან ურთიერთობის სამსახურმა “ფორტუნასთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები