LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ryanair უკრაინაში ოპერირებას იწყებს

88

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair უკრაინაში ოპერირებას იწყებს. ოფიციალურად ფრენების დაწყება 2018 წლის ოქტომბრიდან იგეგმება.

ავიაკომპანია უკრაინის მიმართულებით კვირაში 32 რეისის განხორციელებას აპირებს, საუბარია ლვოვისა და ბორისპოლის აეროპორტებზე. ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განხორციელდება: ბარსელონადან, ბრატისლავადან, გდანსკიდან, ვილნიუსიდან, კრაკოვიდან, ლონდონიდან, პოზნანიდან, ვროცლავიდან, სტოკჰოლმიდან და ვარშავადან. რაც შეეხება ლვოვის აეროპორტს, აქ რეისები შესრულდება: დიუსელდორფიდან, კრაკოვიდან, ლონდონიდან, მიმინგენიდან და ვარშავადან.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნა,  „ლოუ-კოსტერის“ რეისებზე ბილეთის ფასი 10 ევროდან დაიწყება. ავიაბილეთების საშუალო ფასი კი 40 ევრო იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები