LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სააფთიაქო ნარკომანიის” საქმეზე გია თვალავაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

101

ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარეს გია თვალავაძეს ექიმები და საზოგადო მოღვაწეები თავდებში უდგებიან. მისი თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობა თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა დააყენა. ამასთან, ლალი აფციაურის თქმით, თვალავაძეს გულთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს და აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გასათვალისწინებელია. თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც მისი ადვოკატი ლალი აფციაური ამბობს, თვალავაძე ბრალს არ აღიარებს. ასევე, საქმეში მტკიცებულება არაა, რომელიც მის დანაშაულს ამტკიცებს. ადვოკატი განმარტავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე მუდმივად შედიოდა შეტყობინებები, წამლების ურეცეპტოდ რეალიზაციაზე და ამ შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება ხდებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში აფთიაქების მფლობელები ურეცეპტოდ ყიდდნენ ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.

გამოძიების ცნობით, გია თვალავაძემ „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომლებიც ამ აფთიაქების საქმიანობას შეეხებოდა, რეაგირება არ მოახდინა.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის, გია თვალვაძის ადვოკატს ლალი აფციაურს გამოძიების საქმის მასალები გადასცეს. როგორც ადვოკატმა თქვა, “სააფთიაქო ნარკომანიის” საქმეში თვალავაძის წინააღმდეგ დაახლოებით 150 აუდიოჩანაწერია, თუმცა აფციაური დარწმუნებულია, რომ ამ აუდიოჩანაწერებიდან “არცერთი არ გამოდგება.”

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე და უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული 5 მოქალაქე 24 სექტემბერს დააკავეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები