LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააგენტოს იდეა მშვენიერია, თუმცა მივიღეთ გარკვეული კენტავრი – ანა დოლიძე

66

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ამბობს, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სააგენტოს იდეა „მშვენიერია, თუმცა შემოთავაზებული მოდელით მივიღეთ გარკვეული კენტავრი“.

როგორც დოლიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი ვალდებულია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გასცეს პასუხი ახალი მოდელის შემუშავებით.
„სააგენტოს იდეა და შემოთავაზება მშვენიერია, თუმცა დღევანდელი მოდელით ჩვენ მივიღეთ გარკვეული კენტავრი. ერთი მხრივ, ჩანს, თითქოს პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება არის პრემიერთან, მაგრამ თუ ჩავხედავთ კონკრეტულ ფუნქციებს, პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფო კონტროლს სააგენტოს მუშაობაზე ახორციელებს სუს-ის უფროსი. ამიტომ სააგენტოს რეალური დამოუკიდებლობა შემოთავაზებული იდეით უზრუნველყოფილი არ არის. ჩვენი შემოთავაზება არის, რომ დავიჭიროთ ე.წ. ორი კურდღელი – ერთი მხრივ, შევასრულოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ ის, რომ თუ მართლაც დადგება საკითხი, რომ ეს სააგენტო არაჯეროვნად ასრულებს საკუთარ ფუნქციებს, ჩვენ ვიცოდეთ, სად არის ის ვერტიკალი, სადაც უნდა დავსვათ კონკრეტული პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები