LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააღდგომო წირვა-ლოცვამ პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის გარეშე ჩაიარა (ფოტოები)

98

ელისაბედ მეორემ, პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად აღდგომის ბრწყივალე დღესასწაული იზეიმეს. სამეფო ოჯახის წევრები უინძორში, წმინდა ჯორჯის სამლოცველოში მივიდნენ. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

აღსანიშნავია, რომ სააღდგომო მსახურებას არ დაესწრო პრინცი ჰარი და მეგან მარკლი. მათ დღეს 19 მაისის ქორწილისთვის ყვავილები შეარჩიეს.

როგორც BBC წერს, წყვილმა არჩევანი თეთრ ბაღის ვარდებზე, პიონებსა და დიგიტალისებზე შეაჩერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები