LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააღდგომოდ სასაფლაოებისკენ უფასო ავტობუსები იმოძრავებენ

91

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით 8 და 9 აპრილს 8:00-დან 20:00 საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები ივლიან.

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე მეტროდიდუბიდანგაიყვანს, კუკიასა და მახათას სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან, საბურთალოს სასაფლაოზემეტროდელისიდან“, თბილისის ზღვის სასაფლაოზემეტროსარაჯიშვილიდან“, ასევე, ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება დოდო ჭიჭინაძის ქუჩის 25- კორპუსის მიმდებარედ, ხოლო ვარკეთილის სასაფლაოებისკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროვარკეთილიდანდა შუამთის ქუჩის მე-10 კვარტლიდან.

გარდა ამისა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 აპრილს, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან 8 აპრილის დილის 4:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები