თბილისის სასტუმროების რიცხვს, კიდევ ერთი, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო Ameri Plaza შეემატა. მულტიფუნქციური კომპლექსი სააკაძის მოედანზე, კოსტავას 76 ა-ში განთავსდა და ადგილზე 60 ადამიანი დასაქმდა.
როგორც ”ფორტუნას” Ameri Plaza-ს მმართველი კომპანია, ”ჰორეკა ჯგუფის” ხელმძღვანელმა ვაჩე თავდიშვილმა განუცხადა, გარდა სასტუმროსა, კომპლექსში განთავსებულია კომერციული ფართები და აპარტამენტები. პროექტში 9 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.
Ameri Plaza დეველოპერულმა კომპანია ”ამერი დეველოპმენტმა” ააშენა, რომელიც თავის მხრივ, ”ჯი-თი ჯგუფის” შვილობილი კომპანია.
როგორც ვაჩე თავდიშვილი ამბობს, სამშენებლო ბაზარზე ”ამერი დეველოპმენტი” 2010 წელს გამოჩნდა და ამ დროში დედაქალაქში 3 ობიექტი ააშენა. უახლოეს პერიოდში კი, ასევე თბილისის ფარგლებში” ახალი პროექტების მშენებლობას გეგმავს.