LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სააკაშვილი არის საკუთარი თავის პრობლემა, აღარ არის ლიდერობის ღირსი”- გიგი უგულავა

28

„მიხეილ სააკაშვილი არის საკუთარი თავის პრობლემა, მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის ადამიანური ტკივილი,“ – ამის შესახებ გიგი უგულავამ „ნაციონალური  მოძრაობის“ ოფისის წინ გამართულ პრესკონფრენციაზე აღნიშნა, სადაც ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთამ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფაზე გააკეთა განცხადება.

”მას შემდეგ, რაც ლიდერი და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ლელა ქებურიას, რომელიც 2013 წლის შემდეგ მოვიდა პარტიაში, იმ პერიოდში, როცა ივანიშვილის „ტიტუშკები“ კვერცხებს და კარტოფილებს ისროდნენ, კორცხელში მუტრუკებს გადაეფარა, დაუწყებს „პრავების კაჩავს“, არ არის ლიდერობის ღირსი. ეს ადამიანი აღარ ასხივებს ლიდერობას. მე ამას ვამბობ გულის ტკივილით, რადგან ეს არ არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ლიდერობას ასხივებდა, რომელიც ხალხს აძლევდა იმედს 2002 წელს”, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

თბილისის ყოფილი მერის თქმით, პოლიტიკოსები მანქანებივით არიან.

„როდესაც მანქანა დაკარგავს ფუნქციას მაგრამ მაინც გიყვარს, შეიძლება ის დააყენო და მოუარო როგორც ანტიკვარს, მაგრამ თუ ანტიკვარად არ იქცა, უნდა მოისროლო ჯართში,“ – განაცხადა უგულავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები