LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი ბერა ივანიშვილის ახალ რეპზე: “ამჯერად საქართველის ეკლესიას დაესხა თავს”

42

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბერა ივანიშვილის ახალ სიმღერას ეხმიანება. მისი თქმით, ამ რეპით ბერა ახლა ეკლესიას დაესხა თავს.

“ბერა ივანიშვილი, რომელიც მთავარი “დამკრიშავია”კლუბური ნარკოტიკის თბილისში, ამჯერად საქართველის ეკლესიას დაესხა თავს ,თავის უნიჭო კლიპში.

ივანიშვილთან რამდენიმე შეხვედრა იმით დამამახსოვრდა, რომ ძალიან აგრესიულობდა ეკლესიაზე და პატრიარქზე. ახლა მისი მთავარი სპიკერი რეპით გამოთქვამს ამ ყველაფერს.

ივანიშვილის მთავარი მიზანი საქართველოს უკლებლივ ყველა ინსტიტუტის დაკნინება და მიწასთან გასწორებაა. მის სამიზნეთა სიაში ეკლესია ერთ-ერთ პირველ ადგილზეა .

ახლა, პრინციპში, ამას უკვე ღიად ამბობენ.

სპეციალურად ვაშეარებ კლიპს. ამ საცოდაობის ავტორის მამა ოცნებობს საქართველოს ოფიციალურად პრეზიდენტად მოევლინოს შემოდგომაზე. ამჯერად, ეს ოცნება ოცნებად დარჩება და აღარ გადაიქცევა ქართველი ერის კოშმარად”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ბერა ივანიშვილმა ახალი რეპი, გუშინ საკუთარი ოფიციალური youtube არხის მეშვეობით გაავრცელა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები