LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: “ბიუროკრატიის ძველი ნაწილი, რომელმაც ვერ მოახერხა განახლება, ჩამოშორდა პარტიას”

35

ბიუროკრატიის ძველი ნაწილი, რომელმაც ვერ მოახერხა განახლება, ჩამოშორდა პარტიას. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან ბოკერია-უგულავას ჯგუფის გასვლასთან დაკავშირებით განაცხადა. “ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მმართველ ჯგუფში იყო დაჭაობების ნიშნები.  ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ეს არის ყოფილი ხელისუფლების პარტია და ის ხალხი, ვინც იყო ხელისუფლებაში, ძალიან ძნელად გადადის სხვა მდგომარეობაში. ის ხალხი, ვინც წავიდა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. ისინი ბოლომდე ვერ მოერგნენ ოპოზიციურ მოღვაწეობას. “, – განაცხადა სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები