LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი : ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საბრძოლო ველი ჩვენი იდეების გასატარებლად

118

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გამოიყენოს ყველა საბრძოლო ველი იდეების გასატარებლად – მათ შორის, პარლამენტი, სახელმწიფო დაწესებულებები და „ის, რაც დარჩა თავისუფალ ქართულ მედიაში“. ოდესის გუბერნატორმა მიმართვა „ფეისბუქზე“ განათავსა.

”რადგან ჩვენ გვინახავს ბევრად უკეთესი საქართველო და ჩვენ ვიცით თუ რა არის პროგრესი, აღმშენებლობა და კარგად გვახსოვს, რა სასწაულების მოხდენა შეგვიძლია. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, ეს არის ჩვენი ქვეყანა, სადაც არ უნდა ვიყოთ. ზოგი ციხეშია, ზოგი ქვეყნიდან არის გაგდებული, ზოგი ადგილზე აგრძელებს ბრძოლას, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საბრძოლო ველი ჩვენი იდეების გასატარებლად, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ პარლამენტი, უნდა გამოვიყენოთ სახელმწიფო დაწესებულებები, ის, რაც დარჩა თავისუფალ ქართულ მედიაში, ყველა მშვიდობიანი ფორმის, პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის. ჩვენ ვერ და არ შევეგუებით სიცრუეს და ერთი ტლუ რუსი დანაშაულებრივი ოლიგარქის მიერ საქართველოს საკუთრებად მიტაცებას”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები