LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სააკაშვილი ინაუგურაციას ბუჩქებიდან უყურებდა”-ექსპრეზიდენტის პასუხი მედიას

71

მიხეილ სააკაშვილს, რომელიც დონალდ ტრამპთან მეგობრობის შესახებ სოციალურ ქსელებში წერდა, ინაუგურაციაზე მოსაწვევი არ მიუღია, ამის შესახებ რუსული და უკრაინული მედია წერს. ჟურნალისტები აქვეყნებენ ინაუგურაციის დროს გადაღებულ სურათებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი კაპიტოლიუმიდან მოშორებით, ბუჩქებთან დგას.

„რენტივის“ ინფორმაციით, დიპლომატიური მისიის „ევროპული უკრაინა“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ალი რიზამ განაცხადა, რომ სააკაშვილი „ახლოს არ მიუშვეს“. მედია წერს, რომ თავად რიზა ინაუგურაციის ცერემონიალს ესწრებოდა.

 

ინფორმაციას „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა თავად მიხეილ სააკაშვილიც. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ფოტოები საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ არის გადაღებული.

„ტირაჟირება ხდება ფოტოების, რომლებიც გადაღებულია რუსეთთან კავშირში მყოფი ადამიანების მიერ, სადაც მე ინაუგურაციის ცერემონიიდან გამომავალი, ველოდები ჩემი ჯგუფის დანარჩენ წევრებს. უნიჭოები დარჩებიან უნიჭოებად. მე არაფერი დასამტკიცებელი არ მაქვს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მქონდა კონტაქტი ტრამპის გუნდთან, ბევრ მათგანს მე ვიცნობ პირადად და ვაპირებ მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინის მეგობრებთან, რომლებიც არიან აშშ-ის ადმინისტრაციაში, რა ინფორმაციაც არ უნდა გაავრცელონ ჩვენმა მტრებმა. ხან ჩუმად გადამიღებენ აეროპორტში, ხან ცერემონიიდან გამოსულს და შემდეგ გაავრცელებენ ათასგვარ სისულელეს. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენს მტრებს ჩვენი ეშინიათ.

უმჯობესი იქნება მათ საკუთარი რესურსი უკრაინის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებაში დახარჯონ და არა ჩემს დევნაში აეროპორტებსა თუ ტუალეტებში”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები