LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: ისეთივე კავშირში ვარ გელაშვილის ცემასთან, როგორც კენედის მკვლელობასთან

95

„აი, ზუსტად ისეთივე კავშირში ვარ გელაშვილის ცემასთან, როგორც კენედის მკვლელობასთან და ტროცკის მკვლელობასთან და კალიგულას მოშორებასთან. შეუძლებელია, რომ ამ პროცესს ვუწოდო სამართლებრივი”-  ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას,რომლის თანახმად, მას ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ექს პრეზიდენტის ვიდემიმართვას ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს.

“სამართალთან ამას ისეთივე კავშირი აქვს, როგორც მე მარსის შემდგომ კვლევასთან. ეს არის ჩვეულებრივი კლოუნადა, რომელსაც არაფერი სამართლებრივი არ სცხია საერთოდ საქართველოში. გაიხსენეთ კოსტუმების საქმე, გაიხსენეთ სამარცხვინო საქმე საპრეზიდენტო შეწყალების, რომელსაც ყველამ დასცინა და ახლა, ბურჯანაძის ჩვენების საფუძველზე ჩემი გასამართლება და მისჯა 6 წლის, ეს არის ერთადერთი ის, რომ ივანიშვილს უნდა, რომ მე საქართველოში არ დავბრუნდე. ის გააკეთებს ყველაფერს, რათა მე, როგორც ქართული თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი ვერ ჩამოვდიოდე საქართველოში,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხელ სააკაშვილის თქმით, ვალერი გალაშვილის საქმის მთავარი მოწმე ნინო ბურჯანაძე იყო, რაც პირდაპირ ადასტურებს პოლიტიკურ შურისძიებას. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, მისთვის პატიმრობის შეფარდება, ივანიშვილთან ერთად პუტინის პოლიტიკურ ინტერესებშიც შედის.

„მთავარი მოწმე იყო ნინო ბურჯანაძე, პუტინის კონკრეტული მარიონეტი საქართველოში. მან ეს ჩვენებები მისცა პუტინთან ვიზიტების შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცეზე ყველაზე მეტად და ალბათ, მსოფლიოს მასშტაბით პუტინს ვაღიზიანებ მე, ეს არის მისი არაერთი გამოსვლა, მათ შორის, თუნდაც, რამდენიმე დღის წინანდელი. საქართველოში ივანიშვილი, ერთი მხრივ, ასრულებს პუტინის დაკვეთას, რომელიც პუტინს საჯაროდ აქვს გაცხადებული და მეორეს მხრივ, ცდილობს გაიხანგრძლივოს მის მიერ ქართველი ხალხის ძარცვა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები