LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: მაიდანზე პეტრომ რკინის პამპერსები დაგვიყენა

60

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია Newone-ის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინის შეშინებულმა მთავრობამ, მაიდანზე ეროვნული დროშის ფერებში, რკინის პამპერსები აღმართა.

სააკაშვილის თქმით, ამით, პეტრო პოროშენკოს, მაიდანზე დაგეგმილი აქციის ჩაშლა სურს.

“მაიდანზე ეს ყვითელი პამპერსები დაგვიყენეს, ვითომ ეროვნული დროშის ფერებში, მაგრამ ვერავინ ახსნა, რატომ დადგეს ეს ბარიერები, ახლა. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს უკრაინის სახალხო რესპუბლიკის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად დადგეს, მაგრამ ეს თარიღი უკვე დიდი ხანია გავიდა. ვიღაცეები ამბობენ, რომ ეს 8 მარტისთვისაა…

სინამდვილეში, შეშინებულმა პოროშენკომ დადგა აქ ეს ყვითელი რკინის პამპერსები, იმისთვის, რომ ჩვენ სცენის დადგმა ვერ მოვახერხოთ და ხალხმა შეკრება”, – განაცხადა მან.

კიევში დღეს, სააკაშვილის პარტიის ორგანიზებით აქცია ჩატარდება, რომლისთვისაც ადგილზე 2 ათასამდე პოლიციელია მობილიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები