LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი მხარდაჭერას ითხოვს

34

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას არ სურს, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე დარჩეს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქის” გვერდზე სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

მისი თქმით, უკრაინის მთავრობა ექსტრადირებით და დაკავებით ემუქრება.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მიიღო მიწვევა რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან, თუმცა არ აპირებს, სადმე გამგზავრებას და უკრაინაში ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს.

გავრცელებულ მიმართვაში ოდესის ყოფილი გუბერნატორი ყველა ოპოზიციურ ლიდერს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კიევის სააპელაციო სასამართლოსთან მისვლას სთხოვს, სადაც სააკაშვილის თქმით, ხვალ მისი უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხი უნდა გადაწყდეს.

„მოვუწოდებ ყველა ოპოზიციონერს მოვიდეს ხვალ სააპელაციო სასამართლოსთან. ბრძოლა აუცილებელია დღესვე”, – აცხადებს სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები