LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: მზად ვართ, ბიძინა ივანიშვილს თავი დავანებოთ

44

მზად ვართ, ბიძინა ივანიშვილს თავი დავანებოთ, ოღონდ მანაც თავი უნდა დაგვანებოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე, ოდესიდან ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას ხშირად ადანაშაულებენ, რომ ათასობით ადამიანს დაუფინანსა უცხოეთში სწავლა. მისი განმარტებით, ეს ადამიანები კონკურსითა და თავიანთი ღირსებების მიხედვით, შეარჩიეს.

“მე მზად ვარ დავუშვა ერთი გამონაკლისი – ჩვენ უნდა გავუშვათ ერთი ადამიანი კონკურსგარეშე და სახელმწიფო დაფინანსებით სასწავლებლად. ეს ადამიანი არის ივანიშვილი. მან უნდა ისწავლოს განსხვავება კამბოჯასა და ნიკარაგუას შორის, პოლ პოტსა და სხვა დიქტატორებს შორის. მას უნდა ავუხსნათ, რა განსხვავებაა მიხეილ ჯავახიშვილსა და პოლიკარპე კაკაბაძეს შორის. მზად ვართ, მას თავი დავანებოთ, ოღონდ მანაც თავი უნდა დაგვანებოს და არც ერთ ოლიგარქს არასოდეს არ უნდა ჰქონდეს საშუალება, მოაჯდეს საქართველოს, როგორც პირად მამულს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.