LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი პოროშენკოსგან 4 მოთხოვნის შესრულებას ან გადადგომას ითხოვს

49

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს რიგი მოთხოვნები წაუყენა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, პეტრო პოროშენკომ ოთხი მოთხოვნა უნდა შეასრულოს ან გადადგეს.

ეს ოთხი მარტივი და ყველა უკრაინელისთვის გასაგები ნაბიჯი გამოაჯანსაღებს ქვეყანას. თუ ხალხის ამ მოთხოვნებს უგულებელყოფთ, ხალხს უფლება ექნება, თქვენი წასვლა მოითხოვოს. გადადგომა ქვეყნისა და თქვენი პირადი რეპუტაციის გადარჩენის საუკეთესო საშუალება შეიძლება, გახდეს, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის განმარტებით, პოროშენკომ კორუფციასთან რეალური ბრძოლა უნდა დაიწყოს, გაყიდოს თავისი ბიზნესი, ძირეულად განაახლოს უკრაინის პოლიტიკური სისტემა და კომუნალური ტარიფების ზრდაზე ერთი წლით მორატორიუმი დააწესოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები