LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი სწორედ ჩვენი წყალობით აღარ არის აქტუალური ქართულ პოლიტიკაში – ირაკლი კობახიძე

64

“სააკაშვილი სწორედ ჩვენი წყალობით აღარ არის აქტუალური ქართულ პოლიტიკაში და, შესაბამისად, ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს,” – ეს განცხადება პარლამენტის სპიკერმა, ირაკლი კობახიძემ, დღეს ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხის კომენტირებისას გააკეთა.

კობახიძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი სამართლებრივად უნდა გადაწყდეს და, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოლიტიკურ ინტერესებს გამორიცხავს.

“ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს და არც გახდება პოლიტიკური შეთანხმების საგანი. ეს უნდა იყოს და იქნება მხოლოდ სამართლებრივი შეფასების თემა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ დღეს ქართულ საზოგადოებას სააკაშვილი აღარ აინტერესებს და ეს არის სწორედ მმართველი გუნდის დამსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები