LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას 10 სექტემბერს გეგმავს

58

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას 10 სექტემბერს გეგმავს და აცხადებს, რომ ის ქვეყანაში პოლონეთიდან შევა.

ამის შესახებ სააკაშვილმა  facebook-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვას და მოქალაქეობის უფლების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს.

“უბრალოდ საჭიროა, ხალხი საზღვარზე მოვიდეს. მე არ ვარ პოროშენკო და არ ვარღვევ კონსტიტუციას. ახლა პოლონეთში ვარ და შეხედეთ, სად არის ახლა პოლონეთი და სად უკრაინა. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ ორი დიდი განსხვავებაა – არ არის კორუფცია და არ არის ოლიგარქია. ასე რომ, მე ჩამოვალ პოლონეთიდან და ჩამოგიტანთ პოლონეთის გამოცდილებას. ჩვენ არ გვექნება კორუფცია და გვექნება წესრიგი. შეხვედრისთვის დერეფანია საჭირო და მოდით, ერთად გავაკეთოთ, თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – გამშვები პუნქტი კრაკოვეცი.

“მოდით, ერთად ვიმუშაოთ, ბევრ ადამიანს სურს დახმარება. ამიტომ მოდით, შევხვდეთ 10 სექტემბერს გამშვებ პუნქტ კრაკოვეცთან. მე ვემზადები და ვიცი, რას გავაკეთებ, ვიცი, როგორ ვიმოქმედო, მაგრამ მჭირდება თქვენი დახმარება, თქვენთან ერთად ყველაფერი გამოვა. ჩვენ უნდა შევცვალოთ სისტემა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მარადიორი უნდა იყო, რომ ომის პირობებში ფულს აკეთებდე და ფიქრობდე, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება. მთავარი ჩემი ჩამოსვლა არ არის, მთავარია თქვენ დაიბრუნოთ უკრაინა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები