LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი უკრაინაში საბარგულით შესვლას არ აპირებს – სად გაემგზავრება პოლონეთიდან

97

მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლონეთს ტოვებს, თუმცა არ საუბრობს, რომელ ქვეყანაში გაემგზავრება. სართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს,რომ უკრაინაში არალეგალურად არ დაბრუნდება.

„მე ყოველთვის კომფორტით არ ვმოგზაურობ. თუმცა, საბარგულში მოგზაურობა არ განეკუთვნება ჩემთვის მოგზაურობის სასურველ სახეობას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ახლა უკრაინის საკანონმდებლო ბაზას სწავლობს და უკრაინაში მაშინ გაემგზავრება, როდესაც ამისთვის მზად იქნება.

მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში 4 აგვისტოდან იმყოფება, ოდესის ყოფილი გუბერნატორი პოლონეთის დედაქალაქში მცხოვრებ უკრაინელებსაც შეხვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები