LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი ვიზალიბერალიზაციის საფრთხეებზე საუბრობს

39

მიხეილ სააკაშვილი ვიზალიბერალიზაციის პირობებში ხედავს საფრთხეს, რომ “გაღარიბებულმა მოსახლეობამ ყოველდღიური სარჩოს საძიებლად დატოვოს ქვეყანა”, ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი “ფეისბუქზე” წერს.

“ვულოცავ საქართველოს ამ ისტორიულ დღეს.

ეს არის თავისუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

ევროპულ ოჯახში დაბრუნებით ასრულდა ქართველი ხალხის მრავალი თაობის ურყევი ნება. ქმედითი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე გადაიდგა 2003 წლიდან, მაშინ, როდესაც იმედგაცრუებულმა ხალხმა კვლავ ირწმუნა ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრების პერსპექტივა.

ვარდების რევოლუცია იყო ის ფუნდამენტი, რომელმაც შეუქცევად პროცესად აქცია ქართველი ხალხის თავისუფალი სამყაროსკენ სწრაფვა.

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა უპირველესად ნიშნავს საქართველოს მოქალაქეებისათვის და, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის ახალ შესაძლებლობას, მიიღონ განათლება ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში და თავისუფლად იმოგზაურონ ევროპულ სახელმწიფოებში.

ამასთან, ჩვენ ვდგავართ რეალური საფრთხის წინაშე, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში გაღარიბებულმა მოსახლეობამ ყოველდღიური სარჩოს საძიებლად დატოვოს ქვეყანა.

ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსი ოლიგარქის მმართველობიდან ჩამოშორება,რათა წარმატებული და განვითარებული საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

მჯერა, საქართველო გამოიყენებს ამ უნიკალურ შესაძლებლობას ქვეყნის გაძლიერებისთვის, დემოკრატიული განვითარებისათვის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის,” – წერს სააკაშვილი.

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას კენჭი დღეს უყარა, დეპუტატების უმრავლესობამ საკითხს მხარი დაუჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები