LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ამბები იაფფასიანი სერიალისთვის გამოდგება – ეკა ბესელია

45

„მიხეილ სააკაშვილის ამბები ერთი იაფფასიანი კომედიური ჟანრის სერიალისთვის გამოდგება,“ – ასე შეაფასა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში დეპორტაცია.

ეკა ბესელიას თქმით, აღნიშნული საკითხი სერიოზული განხილვის ფარგლებს სცდება.

„მიხეილ სააკაშვილის ბოლო ამბები არის კომედიის ჟანრი. ეს არ არის პოლიტიკა, არც სერიოზული ქმედება. ეს აღარ არის არც სასაცილო. ეს არის ერთი იაფფასიანი კომედიური ჟანრის სერიალის სცენარი,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, კიევში, ქართულ რესტორანში გუშინ დააკავეს და მისი დეპორტაცია პოლონეთში განახორციელეს. ამ დროისთვის სააკაშვილი ვარშავაში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები