LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის განცხადებით, დონალდ ტრამპმა მას შთაგონების წყარო და მსოფლიოს დიდებული ლიდერი უწოდა

52

“ეს არ არის ჩემი პარტიის მთავარი დევიზი, მაგრამ ყველა პოლიტიკოსს სურს, მისი ქვეყანა დიადი იყოს”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, სოციალურ ქსელში წარწერის – „გავხადოთ საქართველო კვლავ დიადი“ – გაკეთება, ნიშნავს თუ არა, რომ მისი შთაგონების წყარო დონალდ ტრამპია. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როდესაც დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ ბიზნესმენი იყო, აღნიშნა, რომ სააკაშვილი იყო მისი შთაგონების წყარო და მსოფლიოს დიდებულ ლიდერს უწოდებდა.

„ეს ნახევრად ხუმრობაა. ეს არ არის ჩემი პარტიის მთავარი დევიზი, მაგრამ ყველა პოლიტიკოსს სურს, მისი ქვეყანა დიადი იყოს. ჩვენ შემთხვევაში, ვიყავით ნომერ პირველი მსოფლიო პოლიტიკური რეფორმატორი და გვსურს, რომ ამ წერტილზე დავბრუნდეთ“ – აღნიშნა სააკაშვილმა Euronews-ისთვისმიცემულ ინტერვიუში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები