LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის მხარდამჭერები აქციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართავენ

44

მიხეილ სააკაშვილის მომხრეები დღეიდან მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გეგმავენ.

ამის შესახებ სააკაშვილის პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ოლგა გალაბალამ, განაცხადა.

„დღეიდან უკრაინის ყველა ქალაქში ვიწყებთ საპროტესტო აქციებს. გამოვალთ ჩვენსავე რაიონულ ცენტრებსა და ოლქებში მდებარე ადმინისტრაციებთან და მათ მშვიდობიან პიკეტირებას განვახორციელებთ,“ – განაცხადა მან.

მისივე თქმით, მომდევნო კვირა დღეს კიევში მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მორიგი მარში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები