LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის საკითხი პოლიტიკურ დონეზე არ განიხილება – გიორგი კვირიკაშვილი

14

“მიხეილ სააკაშვილის საკითხი საქართველოსა და უკრაინას შორის სამართალდამცავი ინსტიტუციების ურთიერთობის ჩარჩოს არ გასცდენია და პოლიტიკურ დონეზე არ განიხილება,” – ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების კითხვას – კვლავ ძალაშია თუ არა ქართული მხარის მოთხოვნა სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით.

“ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კომენტარი გაკეთდა. ეს საკითხი არ გასცდენია სამართალდამცავი ინსტიტუციების ურთიერთობის ჩარჩოს. მე მოვისმინე ძალიან ბევრი სპეკულაცია, კონსპირაციის თეორიები ამ საკითხთან დაკავშირებით. დამერწმუნეთ, ჩვენ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილავი და ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე ნამდვილად არ იხილება,” -განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები