LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის საქმე უკრაინის შიდა პოლიტიკური თამაშია – ვიტოლდ ვაშიკოვსკი

52

ოფიციალური პოლონეთი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა უკრაინის შიდა საქმეა და პოლონეთი ამაში არ ერევა.

ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ, პოლონეთის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

სააკაშვილის საქმე უკრაინის შიდა პოლიტიკური თამაშია, – განაცხადა ვაშიკოვსკიმ

მისი თქმით, პოლონეთი ამ სიტუაციის მონაწილე მხარე არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები