LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილმა პოროშენკო გააფრთხილა, დღეს დაგეგმილ აქციაზე პროვოკაციები არ დაუშვან

39

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და პირადად პეტრო პოროშენკო გააფრთხილა, რომ დღეს დაგეგმილ აქციაზე პროვოკაციები არ დაუშვან.

„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა უკრაინის შს მინისტრის მრჩევლის, ზორიან შკირიაკის, განცხადებაზე იმის შესახებ, რომ დავით საყვარელიძის დაცვის წევრი იარაღის ყიდვის მცდელობისას დააკავეს და თითქოს ეს უკავშირდება დღევანდელ აქციას.

მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

„ვიღაცაში გეშლებით, ბიჭებო. მე, მიხეილ სააკაშვილი მარგინალური ჯგუფის ლიდერი არ ვარ, ვიღაც არამკითხე არ ვარ, რომელიც ციდან ჩამოვარდა. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც პუტჩს ამზადებს,“ – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ ისტორიაში როგორც მშვიდობიანი ამბოხების მაგალითი შევიდა.

დღეს, კიევში, პარლამენტის წინ მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები