LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილმა რეალურად დაამარცხა კორუფცია, მაგრამ ადამიანების უფლებების შელახვის ხარჯზე – პრეზიდენტი

32

მიხეილ სააკაშვილმა რეალურად დაამარცხა კორუფცია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მოხდა ადამიანების უფლებების შელახვის ხარჯზე, მედიის უფლებების დარღვევის ხარჯზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია დოჟდთან ინტერვიუში განაცხადა. 

ინტერვიუში მარგველაშვილმა  რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო დასჯილია საკუთარი გადაწყვეტილების გამო, რომელიც დამოუკიდებლობის სასარგებლოდ მიიღო. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს , რომ  საქართველომ განვითარება უნდა განაგრძოს და ყველაფერი გააკეთოს, რათა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.

ჩვენ დასჯილები ვართ, რადგან გადავწყვიტეთ, ვიყოთ დამოუკიდებლები. ამის გამო დაგვსაჯა რუსეთმა. ეს სასჯელი არის ოკუპაცია

წინამორბედის პოლიტიკური მემკვიდრეობის შეფასებისას,  მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა პოლიტიკოსს დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს .

„მან რეალურად დაამარცხა კორუფცია. ეს ფაქტია. მან ჩამოაყალიბა სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ეფექტურად მუშაობდნენ და ახლაც მუშაობენ. ვგულისხმობ მოქალაქეების სერვისებს. ვსაუბრობ საპატრულო პოლიციაზე, საბაჟო და სხვა სამსახურები. ეს ფაქტია და ეს ყველაფერი დღემდე მუშაობს. სამწუხაროდ, ეს მოხდა ადამიანების უფლებების შელახვის ხარჯზე, მედიის უფლებების დარღვევის ხარჯზე. ესეც ფაქტია. შესაბამისად, ქართველმა ხალხმა ამ ფაქტებზე რეაგირება მოახდინა და მისი მთავრობა ჩვენი, „ქართული ოცნების“ მთავრობით შეცვალა“, – განაცხადა მარგველაშვილმა. 

დოჟდის“ ჟურნალისტი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეებითაც დაინტერესდა, ასევე,  შეუძლია თუ არა მას საქართველოში დაბრუნება და ხომ არ მოხდება მისი პოლიტიკური დევნა. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს საკითხი პროკურატურის საქმეა.

„მე ვიცი, რომ საქმეები აღძრულია, თუმცა ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ეს პროკურატურის საქმეა. მე თქვენ სიმართლეს გეტყვით. ამას გეუბნებით, არა როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომლიც წარსულში იყო ოპოზიციაში – ის რომ, შეიძლებოდა ყოფილიყო აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, მე არ ვამბობ პრეზიდენტზე ან რომელიმე კონკრეტულ თანამდებობის პირებზე, მაგრამ ის რომ შეიძლებოდა ყოფილიყო აღძრული საქმეები, ეს არც მაშინ გამაოცებდა და არც ახლა“, – აღნიშნა მარგველაშვილმა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები