LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილმა უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

58

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.  სარჩელი საიმიგრაცვიო სამსახურის უკანონო გადაწყვეტილებას უკავშირდება.

„ჩვენ ახლა ამ საბუთებს გავასაჩივრებთ. რას გვეტყვიან, უცნობია, რადგან ისინი არც ერთ ნორმას არ იცავენ. მაგრამ ჩვენ შეგვაქვს სარჩელი მათი ქმედებების წინააღმდეგ, რათა შემდეგში მათ არა თქვან, რომ ჩვენი ვადა ამოიწურა. ჩვენ საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი შეგვაქვს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი გუშინ უთხრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები