LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილს მხოლოდ საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება ამოძრავებს – დავით უსუფაშვილი

38

„მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდა ევრაზიული მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტად,“ – ამის შესახებ ”შენების მოძრაობის” ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, განაცხადა.  უსუფაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება ამოძრავებს და ამისთვის მზად არის, ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდეს.

მე ყველაზე მეტად შესაძლო პრობლემები მაშფოთებს ისედაც პრობლემებით სავსე უკრაინაში. ამ პრობლემებიდან განსაკუთრებით მაშფოთებს უკრაინაპოლონეთის ურთიერთობების საკითხი, რომელიც საკმაოდ რთულია და დღემდე საკმაოდ მძიმე საკითხებს მოიცავდა. ამ უპასუხისმგებლო ქმედებებით შესაძლოა, ამ მიმართულებებითაც შეიქმნას გართულებები. მე არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება, მოხდეს იმისთვის, რათა დავინახოთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უშრეტი ენერგია საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ყველაფრის გაწირვისთვის, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„შენების მოძრაობის“ ლიდერის თქმით,  დიდი შეცდომა იქნება, თუ ქართველი ხალხი არჩევნებზე სააკაშვილისა და ივანიშვილის დაპირისპირების ფონზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

ადგილობრივი არჩევნების თემატიკა არის მნიშვნელოვანი. ის ვიცი, რომ ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუ ქართველი ხალხი კვლავ ამ მოჯადოებულ წრეებში მოექცევა და მიშაბიძინას დაპირისპირების ფონზე მიიღებს გადაწყვეტილებას, – განაცხადა უსუფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები