LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სააკაშვილს სთხოვენ, არჩევნების შემდეგ უკრაინა დატოვოს” – ბიძინა ივანიშვილი

12

ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სთხოვენ, არჩევნების შემდეგ უკრაინა დატოვოს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, სააკაშვილს არსად აქვს წასასვლელი და „არეულობაზე საუბრით ხავსს ეჭიდება“.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის გაკოტრებული და არაფრის თავი არ აქვთ. ისინი მართავდნენ ქვეყანას, ჰყავდათ კუდ-ი, სოდ-ი და პოლიცია იყო ხალხის დაშინების იარაღი. მაშინ სისტემა ჰქონდათ ხელთ და დღეს აღარაფერი არ აქვთ. უცხოეთიდანაც აღარ აქვთ მხარდაჭერა.

”ჭორებს ყრიან ისევ თვითონ, თუმცა კარგად იციან, რომ არანაირი შანსი არ აქვთ, რაიმე სერიოზული შედეგი მიიღონ – 46 კაცი ჰყავდათ პარლამენტში და შეიძლება 10 კაცი შეიყვანონ. გარწმუნებთ, არაფერი არ იქნება, მაგრამ თუ მაინც ხელი წაუცდა ვინმეს, ძალიან ცუდ შედეგს მიიღებენ. თუ ეს ბრიყვული ჯგუფი გაბედავს, რომ რამე პროვოკაცია გაბედოს, თავადვე მიიღებს მძიმე შედეგს და დაიღუპავს თავს. ინფორმაციას შეგნებულად ყრიან, რადგან სხვა რამ არ იციან. ოთხი საქმეა სააკაშვილზე, ძებნაშია, წასასვლელი არ აქვს და ხავსს ეჭიდება. მოვუწოდებ, კანონს დაემორჩილონ და საკუთარ ქვეყანას პატივი მიაგონ. 99,9%-ით გეუბნებით, რომ არაფერი არ მოხდება და ისე იდეალურად წავა არჩევნები, როგორც ახლა მიმდინარეობს. კორცხელიც მაგათი დადგმული იყო, ქალბატონი სცემეს, ეს არის მათი ხელწერა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები