LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო დღეებში, გამოწვევებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ზომებს მივიღებთ – გიორგი გახარია

35

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, განცხადებით, ახალი წლის დღესასწაულზე უსაფრთხოების ზომები მიღებული იქნება. ამის შესახებ მინისტრმა სპეცოპერაციაზე საუბრისას, ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის გათვალისწინებით გამკაცრდება თუ არა უსაფრთხოების ზომები ქვეყანაში საახალწლოდ.

“ბოლო დღეებში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდგომ თბილისმა უმასპინძლა ძალიან სერიოზულ, საერთაშორისო დონის ღონისძიებებს. წარმოდგენილი იყო რამდენიმე ქვეყნის ხელმძღვანელი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა საკმაოდ მაღალი დონის კოორდინაციით ძალიან კარგად გაართვეს თავი მსგავსი ღონისძიების ჩატარებას და ეს ასე გაგრძელდება. უსაფრთხოების ზომები იქნება, რა თქმა უნდა, იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს გვაქვს, მათ შორის  საახალწლო დღეებშიც,” – განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები