LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო განათების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

96

ახალი წელი გვიახლოვდება და ქალაქიც  დღესასწაულისთვის ემზადება. საახალწლო ილუმინაციების დამონტაჟების გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტება.

დღეს, ღამის 12 საათიდან დილის 07:00 საათამდე, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მოძრაობა აიკრძალება. ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა კოსტავას გამზირზე, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან, მეტრო რუსთაველამდე. სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამავე საათებში, 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია საზოგადოებას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები