LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო გირლანდები ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა

236

მეცნიერები ურჩევენ ოჯახებს, არ გამოიყენონ საახალწლო მორთულობისას გირლანდები. მათი მონაცემებით, აღნიშნულმა ატრიბუტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ ბავშვების, არამედ ზრდასრულების ჯანმრთელობასაც.

„ტრავმების სტატისტიკის შესწავლისას, რომელიც პაციენტებმა შობა-ახალი წლის მოსამზადებელი სამუშაოებისას მიიღეს, ირკვევა, რომ გირლანდების გაბმისას ადამიანის ჯანმრთელობას დიდი ზიანი შეიძლება მიადგეს,“ – ამბობენ მეცნიერები.

პაციენტების 20% ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს, 30%-ს დასჭირდა ოპერაცია, 5%-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ისინი მიღებული ტრავმებით გარდაიცვალნენ.

საშიში ტრავმების უმეტესი ნაწილი კიბიდან ჩამოვარდნის შედეგად მიადგათ პაციენტებს (65%), 30% კი სახურავიდან გადავარდა.

„უმეტესად, ადამიანებს უზიანდებათ თავი, ან მკერდი. სტატისტიკით მეორე ადგილზე კი ნეკნების და ხერხემლის დაზიანებაა,“-  ამბობენ სპეციალისტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები