LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო ჰიტები, რომლებიც არაჩვეულებრივ განწყობას შეგიქმნით

ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე საახალწლო განწყობის შექმნის საუკეთესო საშუალება მუსიკაა. სიმღერები, რომელთა მოსმენას ყოველთვის მოაქვს განსაკუთრებული საშობაო ემოცია. მათ შორის კი არის ისეთი ჰიტები, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო და დღემდე ყვლაზე გაყიდვად საახალწლო მელოდიებად რჩება. გთავაზობთ „ბილბორდის“ პოპულარული ჩარტების მიხედვით შედგენილი საუკეთესო საახალწლო სიმღერების 10-ეულს.

Mariah Carey – All I Want For Christmas Is You

მერაია ქერის პირველი და ყველაზე პოპულარული საშობაო ალბომი სახელწოდებით All I Want For Christmas Is You. ამავე სახელწოდების სიმღერა დღემდე ყველა დროის სუკეთესო საახალწლო სიმღერების რეიტინგს ლიდერობს. ამ ალბომშია ისეთი პოპულარული ჰიტები, როგორიცაა Silent Night, Santa Claus Is Comin’ to Town და Silent Night. ალბომი 1994 წელს გამოვიდა.

Bobby Helms – Jingle Bell Rock

ეს პოპულარული სიმღერა ჯეიმს ლორდ პიერპონტმა 1857 წელს დაწერა. მისი მეორანაირი სახელწოდება გახლავთ One Horse Open Sleigh, ხოლო ყველაზე პოპულარული შემსრულებელი სწორედ ამერიკელი ქანთრი-შემსრულებელი ბობი ჰელმსია.

Brenda Lee – Rockin’ Around The Christmas Tree

ჯონი მარსის ეს სიმღერა ბრენდა ლიმ 1958 წელს ჩაწერა. 2008 წელს კი, სიმღერის 50 წლის იუბილეზე სინგლი 25 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ინტერნეტით გადმოწერილ ყველაზე პოპულარულ საახალწლო სიმღერებს შორის ჰიტი მე-4 ადგილზეა.

Pentatonix – pentatonix

ლეონარდ კოენის ეს ულამაზესი სიმღერა 1984 წელს გამოვიდა. შექმნიდან დღემდე სიმღერა უამრავი ფილმის საუნდტრეკი გახდა და არაერთხელ შესრულდა სხვადასხვა მუსიკოსების მიერ. „ბილბორდის“ ჩარტებში კი ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა ჯგუფ Pentatonix-ის ქავერ ვერსია, რომელიც ჯგუფის 2016 წლის საშობაო ალბომში შევიდა.

Andy Williams – It’s The Most Wonderful Time Of The Year

ესაა სიმღერა, რომლის გარეშეც შობა-ახალი წელი წარმოუდგენელია. მართალია ის 1963 წელს ჩაიწერა ენდი უილიამსის ალბომისთვის, თუმცა დღემდე ყველაზე მოთხოვნად საახალწლო ჰიტად რჩება.

Nat King Cole  – The Christmas Song

ამ სიმღერის მეორე სახელწოდებაა  Chestnuts Roasting on an Open Fire და ის 1945 წელს მელ ტორმმა დაწერა. როგორც ავტორი ამბობს, სიმღერა ზაფხულში, გაუსაძლისი სიცხის დროს 45 წუთში შექმნა და ეს გაგრილების საუკეთესო საშუალება გახდა. ნეთ ქინგ ქოლმა ჰიტი ერთი წლის თავზე ჩაწერა და გამოსვლისთანავე მსოფლიო ჩარტების სათავეში მოექცა.

Burl Ives – A Holly Jolly Christmas

ეს გახლავთ ჰიტი, რომელიც შედის საახალწლოდ ყველზე ხშირად შესრულებულ სიმღერათა 20-ულში. მისი ყველაზე ცნობილი ვერსია ბერლ აივზსს ეკუთვნის.

Wham! – Last Christmas

ჰიტი ნომერი 1, ასე მოიხსენიებდნენ 80-ანი წლების ბოლო და 90-იანების დასაწყისში ჯგუფ Wham-ის ამ საახალწლო ჰიტს. შექმნიდან დღემდე ის უამრავმა არტისტმა გადაამღერა, თუმცა ორიგინალის წარმატების გამეორება ვერავინ შეძლო. სინგლის ავტორი თავად ჯორჯ მაიკლია და ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი სიმღერაა. მეტიც, Wham-ის დაშლის შემდეგ ჰიტი კიდევ დიდხანს რჩებოდა ბრიტანული ჩარტების სათავეში.

Dean Martin – Let It Snow, Let It Snow, Let It Snow

სემ კანმა ეს პოპულარული მელოდია 1945 წელს ზაფხულის ცხელ ამინდში დაწერა. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერას აქვს ყველაზე მეტი ქავერი მუსიკის ისტორიაში, ყველაზე პოპულარულ ვერსიებად დენ მარტინისა და ფრენკ სინატრას შესრულება რჩება.

Michael Buble – It’s Beginning To Look A Lot Like Christmas

პერი კომოსა და ბინგ გროსბის მიერ სხვადასხვა წლებში შესრულებული ეს სიმღერა 2011 წელს თავისი საშობაო ალბომისთვის გადაამღერა. უკვე დღეს „ბილბორდმა“ ის საუკეთესოთა სიაში სწორედ ბუბლეს მიერ შესრულებული ვერსიით შეიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები