LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო ილუმინაციები თბილისის მხოლოდ რამდენიმე გარეუბანში დამონტაჟდება

46

საახალწლო ილუმინაციები წელსაც თბილისის მხოლოდ რამდენიმე გარეუბანში დამონტაჟდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ, განაცხადა.

ნარმანიას ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია, რომელი გარეუბნები განათდება საახალწლოდ.

„საახალწლო ილუმინაციები ნაწილობრივ იქნება გარეუბნებშიც, მთლიანად ვერა. როგორც წესი, დედაქალაქის მზადება საახალწლოდ დეკემბრის დასაწყისიდან იწყება. პირველ ეტაპზე, დაიწყება ჩვენს ბაზაზე არსებული ილუმინაციების ერთი ნაწილის მონტაჟი, შემდეგ ჩამოვა ახალი ილუმინაციები და პარალელურ რეჟიმში დაიწყება სამონტაჟო სამუშაოები,“ – განაცხადა ნარმანიამ.

როგორც ცნობილია, საახალწლო ილუმინაციები ყველა გარეუბანში არც შარშან დამონტაჟებულა.