საახალწლო კონცერტს თიკო სადუნიშვილი და გოგოლა კალანდაძე წაიყვანენ?

84

31 დეკემბერს ახალი წლის გალაკონცერტი იგეგმება. როგორც „ფორტუნამ“ ექსკლუზიურად შეიტყო, ის იმავე ფორმატის იქნება, რაც თბილისობის ღონისძიება, ანუ რამდენიმე მომღერალი შეასრულებს ერთ სიმღერას და ეს ცნობილი სიმღერები იქნება.

ჯერჯერობით კონცერტში მონაწილეთა სია არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ინტერნეტში გავრცელდა ჭორი, რომლის თანახმადაც საახალწლო კონცერტის წამყვანები თიკო სადუნიშვილი და გოგოლა კალანდაძე იქნებიან. თიკოსთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ, გოგოლა კალანდაძემ კი გვიპასუხა.

გოგოლა, მართალია, რომ შენ და თიკო სადუნიშვილს მიგყავთ საახალწლო გალაკონცერტი?

იცით, რა არის? მეც ჭორის დონეზე გავიგე ეს ინფორმაცია…

უკვე შემოგეხმიანენ წაყვანასთან დაკავშირებით?

არა, ჯერჯერობით არავინ დამკავშირებია (იღიმის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები