LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო ქალაქში თბილისის მერიის ბიგ-ბენდის საახალწლო კონცერტი გაიმართება

280

3 იანვარს, ვარდების მოედანზე, საახალწლო ქალაქში, თბილისის მერიის ბიგ-ბენდის საახალწლო კონცერტი გაიმართება.  საახალწლო ქალაქში კულტურული პროგრამა 12:00 საათიდან დაიწყება. პროგრამა დატვირთული იქნება სპორტული და საბავშვო აქტივობებით. ვარდების მოედანზე დამონტაჟებულ ყინულის მოედანზე მოციგურავეების შოუები და სპორტული შეჯიბრებები, ასევე სხვადასხვა თეატრის პერფორმანსები გაიმართება, 20:30 საათზე კი ბიგ-ბენდის საახალწლო კონცერტი დაიწყება.

სადღესასწაულო ღონისძიებები თბილისში 25 დეკემბერს ვარდების მოედანზე საახალწლო ქალაქის გახსნით დაიწყო და 7 იანვარს “ალილოთი” დასრულდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, წელს სულ საშოაბო-საახალწლო ღონისძიებებისთვის დაახლოებით 1,5 მლნ ლარი დაიხარჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები