LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლოდ გარევაჭრობისთვის თბილისის მერია სპეციალურ ადგილებს გამოყოფს

114

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლოდ გარევაჭრობისთვის თბილისის მერია სპეციალურ ადგილებს გამოყოფს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის წარდგენის შემდეგ განუცხადა.

როგორც კალაძე აღნიშნავს, მერია უახლოეს დღეებში სპეციალურ ადგილებს დაასახელებს, სადაც გარევაჭრობა დროებით შესაძლებელი იქნება.

„გამოყოფილია ადგილები და უახლოეს დღეებში მერია წარმოადგენს ამ კონკრეტულ ადგილებს თავის ვიდეორგოლით, სად იქნება შესაძლებელი გარევაჭრობა”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები