LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საამაყოა შენი ცოლობა” – თინა ხიდაშელის ემოციური პოსტი

35

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა დაქორწინებიდან 20 წლისთავის შესახებ „ფეისბუქზე“ ემოციური პოსტი დაწერა.

“20 წელი ერთად!
თითქოს ბევრია, სინამდვილეში 20 დღესავით გაიფრინა.კიდევ ბევრი წელი წინ არის.
ალბათ ასეთივე წლები იქნება, როდესაც მუდმივად “სულ ცოტა ხანს მოგიპარავ” და ბედნიერებისკენ გავფრინდები. როდესაც კვირების მანძილზე ფიქრობ, რომ აუცილებლად მოიხელთებ, სხვებისგან, საქმისგან მოიპარავ. ამ მოპარულ წუთებში კიდევ უფრო მეტი ბედნიერებაა, როცა ხანდახან გგონია რაღაცას აშავებ, უნდა დაიმალო. თითქოს უკან, ბავშვობაში ბრუნდები, როცა შეყვარებული იყავი და მალავდი, როცა ჩუმად ხვდებოდი…
სულ მუდამ საინტერესოა შენთან ყოფნა, საამაყოა შენი ცოლობა, მადლიერი ვარ სანდროს და გიგას დედობის, კიდევ ბევრი 20 წელი ასე ვიყოთ, წინ დიდი გამოცდაა ბებია-ბაბუობა <3“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები