LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააპელაციო სასამართლომ გიორგი მამალაძის 9-წლიანი სასჯელი ძალაში დატოვა

146

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა, გიორგი მამალაძეს სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მამალაძეს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით (სსკ-ის 18-109 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი).