LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააპელაციო სასამართლომ თავის თავს გამოუტანა განაჩენი და არა „რუსთავი 2“-ს – ელენე ხოშტარია

44

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დღეს საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი.

„ძალიან სამწუხაროა, რომ წუთიც კი არ დასჭირდა მოსამართლეს, რათა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოცხადებინა. დღეს, სამწუხაროდ, სააპელაციო სასამართლომ თავის თავს გამოუტანა განაჩენი და არა „რუსთავი 2“-ს. ეს არის კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ ჩვენთან კიდევ ერთი ინსტიტუტი დასამარდა. იმედი მაქვს, იგივეს არ იზამს უზენაესი სასამართლო. ერთადერთი იმედი, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც აქამდე ერთადერთი დამოუკიდებელი და ძლიერი ინსტიტუტი იყო. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ყველაფერს აქვს ძალიან დიდი ფასი, ერთი ეს არის საარჩევნო პროცესის რისკი, რადგან კრიტიკული მედიის გარეშე ვერც ერთი არჩევნები ვერ იქნება ლეგიმიტიმური და ამას აქვს ძალიან დიდი სააერთაშორისო ფასი. ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვითხრეს ამერიკამაც და ევროკავშირმაც, რომ „რუსთავი 2“ ეს არის წითელი ხაზი, რომელსაც თუ ხელისუფლება შეეხება, ამას ექნება ძალიან სერიოზული შედეგები და ფასი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა ბიძინა ივანიშვილის გამო უნდა გადაიხადონ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სააპელაციო სასამართლომ ”რუსთავი 2”-ის საქმეზე პირველი ინსტანციის გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

პოპულალურები